Mental Health Mobile Pavilion Presentation
10.10.2019
იწყება
18:00
სრულდება
20:00
10 ოქტომბერს, ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს, გეპატიჟებით ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობიერების ასამაღლებელი მობილური პავილიონის პრეზენტაციაზე ფაბრიკაში.
პავილიონში შეძლებთ გაეცნოთ
ინფორმაციას გავრცელებული ფსიქიკური აშლილობების შესახებ, ასევე, სხვადასხვა სახის ვიზუალურ მასალას, რომელიც მეცნიერულ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ცოდნას კიდევ უფრო საინტერესო ფორმატში მიაწვდის მნახველს.
აქ დაგხვდებათ თავისუფალი სივრცე, პლატფორმა, სადაც ადამიანები ღიად შეძლებენ ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და მათთვის აქტუალურ საკითხებზე საუბარს.
პავილიონს არ ექნება კარი. მნახველი შიგნით შესვლას მხოლოდ ალტერნატიული გზის მოძებნის შედეგად შეძლებს.