მის ვან დე როეს ჯილდო 2019-ის შესახებ
26.07.2019
იწყება
20:00
სრულდება
22:00
● ივან ბლასი მის ვან დე როეს ფონდის პროგრამებისა და ჯილდოების კურატორი მოგვიყვება (Mies van der Rohe Foundation) საქმიანობის, მისი პრიზისა და პრიზზე წარდგენილი ქართული და უცხოური არქიტექტურული ბიუროების შესახებ.
● ლუდვიგ მის ვან დერ როე XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი არქიტექტორი იყო, რომლის სახელობის ფონდიც ბარსელონაში 1983 წელს დაარსდა და ბოლო რამდენიმე წელია სპეციალურ პრემიას გასცემს თანამედროვე არქიტექტურის სფეროში (European Union Prize for Contemporary Architecture – Mies van der Rohe Award, https://eumiesaward.com/about-the-prize). პრემია ორ წელიწადში ერთხელ გადაეცემა საუკეთესო ევროპულ თანამედროვე არქიტექტურულ პროექტებს. ბოლო რამოდენიმე წელიწადია კონკურსში საქართველოც მონაწილეობს, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენს ქვეყანაში ამ სფეროს განვითარებისთვის.
● დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ 2019 წლის გამარჯვებული პროექტის ერთ-ერთი თანაავტორი ფრედერიკ დრუო და პრიზზე წარდგენილი სხვა არქიტექტორები საქართველოდან.
—
● ღონისძიების მხარდამჭერები არიან თიბისი სტატუსი, აწარმოე საქართველოში და ფაბრიკა.
—
ღონისძიება გაიმართება ინგლისურ ენაზე
დასწრება თავისუფალია