a a a a a a a a a
ღონისძიებები
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

გალერეა

Creative Projects Market 2019

25.06.2019

იწყება

14:00

სრულდება

შემოქმედებითი ევროპის დესკი საქართველოში, გიწვევთ ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ გამარჯვებული ქართული ორგანიზაციების პროექტების გამოფენაზე: „შემოქმედებითი პროექტების ბაზრობა 2019“
ბაზრობაზე 2015 წლიდან დღემდე გამარჯვებული ქართული ორგანიზაციების ყველა პროექტი იქნება წარმოდგენილი. ბაზრობის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ გამარჯვებული პროექტებს, შეიძინონ პროექტის გამარჯვებული ქართული გამომცემლობების წიგნები. ბაზრობაზე ასევე გაიმართება გამოფენა-გაყიდვა, მოეწყობა სხვადასხვა თამაშები, პროექტების პრეზენტაციები, იქნება კინოჩვენება და სხვა საინტერესო აქტივობები.
დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ მობრძანდეთ ფაბრიკაში, მეტი გაიგოთ პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ შესახებ, გაიცნოთ გამარჯვებული ორგანიზაციები და უშუალოდ მათგან მიიღოთ სრული ინფორმაცია პროგრამაში მონაწილეობის პირობების შესახებ.
ბაზრობაზე მონაწილეობას იღებენ შემოქმედებითი ევროპის ბენეფიციარი ორგანიზაციები:
Marjanishvili Theatre
• CinéDOC-Tbilisi
GNFC – Georgian National Film Center
SOFA – School of Film Agents
გამომცემლობა აგორა/Agora Publishers
ელფის გამომცემლობა Elfi
CCA – Center of Contemporary Art – Tbilisi
Tbilisi Architecture Biennial / თბილისის არქიტექტურის ბიენალე
Be Museumer
Caritas Georgia / საქართველოს კარიტასის ოფიციალური გვერდი
Tbilisi Opera and Ballet State Theatre
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი State Silk Museum
Israeli House FSU
SOU festival
• Public Art Platform
საბავშო კინოთეატრი “ჯადოსნური ლამპარი” რუსთავი – Magic lantern Rustavi

ბაზრობის ფარგლებში გაიმართება შემდეგი ბენეფიციარი ორგანიზაციების პრეზენტაციები:
14:00 სთ. საქართველოს ეროვნული კინოცენტრი
15:00 სთ. Sofa – კინოაგენტების სკოლა
16:00 სთ. კინოფესტივალი CineDOC Tbilisi
17:00 სთ. მარჯანიშვილის თეატრი
18:00 სთ. საქართველოს მუზეუმების ასოციაცია
19:00 სთ. თბილისის არქიტექტურის ბიენალე
20:00 სთ. ისრაელის სახლი

21:30 სთ. მოეწყობა კინოჩვენება, რომელზეც კინოფესტივალი CineDOC Tbilisi მაყურებელს წარუდგენს შემდეგ ფილმებს:
• 90 წამი ჩრდილოეთ კორეაში 2018, რეჟ. რანკო პაუკოვიჩი/ხორვატია, ნიდერლანდები, 15.წთ.
• თბილისიდან ტენესიმდე 2018, რეჟ. დენიელ ვაშინგტონი, აშშ/უნგრეთი, 29 წთ.
• ადაპტირება 2017, რეჟ. მანე ბაღდასარიანი, სომხეთი, 21 წთ.

ka_GEGeorgian