Open Door Day – AlphaBeta Workshops @ Blackdog shop
21.04.2019
იწყება
18:00
სრულდება
20:00
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი რეზიდენტი, მაღაიზა-სახელოსნო Black Dog Shop იწყებს სახელოვნებო კურსების სერიას – AlphaBeta Workshops.
შრიფტის ხელოვნება არ კარგავს პოპულარობას და მისი გამოყენების მნიშვნელობა ვიზუალურ ხელოვნებაში დღემდე ძალიან დიდია.
AlphaBeta Workshop მოიცავს პრაქტიკულ კურსს და ლექციებს, სადაც ხელოვნებითა და შრიფტებით დაინტერესებული სტუდენტები (16+), შეისწავლიან გრაფიკული დიზაინის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნდამენტს – კლასიკურ კალიგრაფიას და ლეთერინგს.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან შრიფტის აგებისა და კომპოზიციის საფუძვლებს. პრაქტიკული სავარჯიშოების წყალობით დაეუფლებიან სხვადასხვა საწერ-სახატი საშუალებებით ასო-ნიშნების აგებისა და მათი კონსტრუირების ტექნოლოგიას.
კურსის განმავლობაში Black Dog Shop სტუდია უზრუნველყოფს საჭირო მასალას.