Lords of Waterdeep – ჩემპიონატი
20.01.2019
იწყება
14:00
სრულდება
23:30
კვირას, 20 იანვარს, 14:00 სთ-ზე წიბახას სამაგიდო თამაშების კლუბში ჩატარდება ჩემპიონატი “Lords of Waterdeep”-ში.
მონაწილეობის მისაღებად თითოეულმა ადამიანმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2st3rE3
სარეგისტრაციო ბმული მოქმედებს პარასკევს საღამოს 19:00 სთ-ის ჩათვლით, ამის შემდეგ რეგიტრაცია შეწყდება.
იჩქარეთ, რადგან მოთამაშეების რაოდენობა შეზღუდულია!
იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილ რაოდენობაშეგროვდება პარასკევ საღამომდე, რეგისტრაციას შეჩერედება დაგეგმილ დროზე ადრე.
ჩემპიონატის დაწყების დრო და მასში მონაწილეობის წესები:
პირველ რიგში ავსებ ბმულზე არსებულ ანკეტას.
თუ აქამდე არ გითამაშია და პირველად თამაშობ ამ თამაშს, უნდა გამოცხადდე კლუბში კვირას 13:00 სთ-ზე, აგიხსნით წესებს სანამ დაიწყება ტურნირი.
მათთვის ვინც უკვე იცის თამაში და არ სჭირდება წესების ახსნა, უნდა გამოცხადდეს კლუბში დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე: 13:30-ზე. ჩემპიონატს დავიწყებთ ზუსტად 14:00 სთ-ზე.
გუნდებს გადაანაწილებენ ადგილზევე წიბახას გეიმ-მასტერები.
დაგვიანებული მონაწილეები ვეღარ ითამაშებენ, ამიტომ გთხოვთ მოგრიალდეთ დროულად ^_^
ჩემპიონატში მონაწილეობის საფასურია 12 ლარი, როგორც კი დაასრულებ ჩემპიონატის თამაშს, სტანდარტულად შეგიძლია ითამაშო სხვა ნებისმიერი თამაში დღის ბოლომდე.
ჩემპიონატში მონაწილეობას ვერ მიიღებენ კლუბის თანამშრომლები .
გამარჯვებულს გადაეცემა პრიზი, რომელიც რა თქმა უნდა, საიდუმლოდ რჩება ჩემპიონატის ფინალამდე ^_^
ყველა მონაწილეს გისურვებთ წარმატებას და კვირას შევხვდებით
და რაც მთავარია: #იპოვეშენითამაში