a a a a a a a a a
ღონისძიებები
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

გალერეა

“მხოლოდ შენობები არ კმარა” – მოხსენება “უწყვეტი ზედაპირი”

by Tbilisi Architecture Biennal

09.06.2018

იწყება

19:00

სრულდება

21:00

* ღონისძიება გაიმართება ფაბრიკის ტერასაზე.
*მოხსენება ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

შვედური არქიტექტურული ოფისი SECRETARY
http://www.secretary.international თბილისის არქიტექტურის ბიენალეს „მხოლოდ შენობები არ კმარა“ მოხსენებების ციკლის მესამე მასპინძელი იქნება და წარმოადგენს ლექციას სათაურით: „უწყვეტი ზედაპირი: საზოგადოებრივი არქიტექტურა და მოსახლეობის მასშტაბი.“

“უწყვეტი ზედაპირი: საზოგადოებრივი არქიტექტურა და მოსახლეობის მასშტაბი”
როგორ იქმნება იმ სივრცის კონცეფცია, რომელიც ყველას გვეკუთვნის, მაგალითად: ევროპის სოციალური სახელმწიფოების პარლამენტები, საზოგადოებრივი სერვისცენტრები, სკოლები, საავადმყოფოები და ბიბლიოთეკები? შვედური არქიტექტურული ოფისი SECRETARY, ბოლოდროინდელი ნამუშევრით საზოგადოებრივი ინტერიერის თეორიულ კვლევას აწარმოებს, იმ არგუმენტით, რომ თუ საზოგადოებრივი არქიტექტურის ცნება უნდა იქნას დაფასებული, გადააზრებული, განახლებული და ამასთანავე შენარჩუნებული, მაშინ ყველა ეს ასპექტი ერთ მთლიანობაში უნდა იქნეს განხილული. არქიტექტურული ოფისი წარმოგვიდგენს გრაფიკული ნამუშევრების, ტექსტების და დიზაინ ექსპერიმენტების სერიებს თემაზე „უწყვეტი ზედაპირი“, რომელთა მეშვეობით წინ წამოწევს საკითხს, თუ როგორ ქმნის საზოგადოებრივი ინტერიერი ნაყოფიერ საფუძველს მომავლის მეგაპროექტებისათვის არქიტექტურასა და პოლიტიკაში.

არქიტექტურული ოფისი SECRETARY (სტოკჰოლმი, შვედეთი) 2017 წელს სამი არქიტექტორის მიერ დაარსდა: კარინ მატცი(არქიტექტურის მაგისტრი), რუტგერ შოგრიმი(არქიტექტურის მაგისტრი) და თეორეტიკოსი და ქალაქმგეგმარებელი ჰელენ რუნტინგი (არქიტექტურის დოქტორი). არქიტექტურულ პრაქტიკასთან ერთად ისინი მუშაობენ ურბანულ დიზაინზე, კვლევასა და ინსტალაციაზე. გუნდს მოპოვებული აქვს ფოლკჰემის ჯილდო გამოფენაზე „წლის ახალგაზრდა შვედი დიზაინერები“, ასევე მიღებული აქვთ სხვადასხვა სახელოვნებო და კვლევითი გრანტები.

ka_GEGeorgian