a a a a a a a a a
ღონისძიებები
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

გალერეა

Fuckup Nights Tbilisi vol. 1

13.04.2018

იწყება

19:00

სრულდება

22:00

დიდი ამბები იწყება! თბილისი უერთდება Fuckup Nights!

რა არის Fuckup Nights?
Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ პროფესიულ Fuckup-ს ფართო აუდიტორიას უზიარებს. ბიზნესისტორიები, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება, პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც გაფუჭდა, პროდუქტი რომელიც გაბანძდა. ჩვენ მოვისმენთ ყველაფერს. Fuckup Nights მოძრაობა დაიწყო 2012 წელს მექსიკაში და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 80 ქვეყანასა და 250 ქალაქში მიმდინარეობს.

ვისთვის კეთდება?
მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის, შემოქმედებითი პროფესიონალებისთვის, სტუდენტებისთვის… Fuckup Nights არის ყველასთვის, ვისაც სურს ისწავლოს სხვის შეცდომებზე, დრო გაატაროს კარგ გარემოში ლუდთან და საინტერესო ადამიანებთან ერთად.

ვინ არიან სპიკერები?
ჩვენი სპიკერები არიან ადამიანები, ვინც არ დანებდა, განიცადა მარცხი, ისწავლა, გააგრძელა მოძრაობა და მზად არის საკუთარი გამოცდილების სხვებისთვის გასაზიარებლად.

ზოგჯერ საუკეთესო ისტორიები იწყება არასწორი გადაწყვტილებებით!

როდის და სად?
13 აპრილს, 19:00 საათზე, ფაბრიკაში (ეგნატე ნინოშვილის ქუჩა #8) ყველაზე Fuckup Nights ბისზნესისტორიების მოსასმენად.

ღონისძიება ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau, ჩვენი რეზიდენტი Impact Hub Tbilisi ​და ფაბრიკას პარტნიორობით.

ჭკვიანი საკუთარ შეცდომებზე, ბრძენი კი სხვის შეცდომებზე სწავლობს.

Fuckup Nights-ზე ონლაინ ბილეთების შესაძენად ესტუმრეთ:
https://eventer.ge/event/Fuckup-Nights-Tbilisi-856-geo

ka_GEGeorgian