დოკუმენტური ვიდეოების ჩვენება – Images of Diversity
by Tolerance and Diversity Institute (TDI)
17.11.2017
იწყება
16:00
სრულდება
18:00
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) გიწვევთ მულტიმედია პლატფორმის პრეზენტაციაზე “მრავალფეროვნების სახეები”.
პრეზენტაციაზე გაიმართება ორი მინი-დოკუმენტური ვიდეოს ჩვენება „ჰურიე“ და „ბიბლია ჟესტების ენაზე“. ვიდეოპორტრეტები მოგვითხრობს მუსლიმი გოგოს, ჰურიეს შესახებ და გვიჩვენებს იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც ბიბლიას ჟესტების ენაზე სწავლობენ.
რეჟისორი: ბესო გვენეტაძე
ხანგრძლივობა: 11 წუთი
ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია ვიდეოს გმირების მონაწილეობით.
მოდერატორი: თამარ გურჩიანი, ილიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი
დრო და ადგილი: 17 ნოემბერი, 16.00 სთ
ფაბრიკა, საკონფერენციო დარბაზი
მისამართი: ეგნატე ნინოშვილის 8.
დასწრება თავისუფალია!
ღონისძიებაზე უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი ინლისურ ენაზე.
პროექტი მიმდინარეობს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ.