Chai Khana’s Rooftop Film Screening
04.10.2017
იწყება
19:30
სრულდება
22:30
ძვირფასო მეგობრებო,
ჩაიხანა გეპატიჟებათ მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების საშემოდგომო ჩვენებაზე. გადავწყვიტეთ გვესარგებლა თბილისური შემოდგომის მშვენიერი საღამოებით და დაუვიწყარი ღონისძიება სუფთა ჰაერზე, Fabrika • ფაბრიკა სახურავზე დავგეგმეთ.
პროგრამაში ოთხი ქალი რეჟისორის მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმია შესული. თქვენ გექნებათ შანსი დაესწროთ 2 შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმის პრემიერას.
გაატარეთ საღამო ჩაიხანას გუნდთან ერთად, გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები 4 ოქტომბერს, 19:30 საათზე, ფაბრიკაში. ჩვენების შემდეგ ფილმების რეჟისორები და გმირები თქვენს ყველა კითხვას უპასუხებენ.
მოიწვიეთ მეგობრები და ოჯახის წევრები, ასევე ყველა, ვისაც სურს დატკბეს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმებით ძველი ქალაქის ულამაზესი ხედის ფონზე.
პ.ს. არ დაგავიწყეთ პლედების წამოღება, სუსხიანი საღამოს შემთხვევაში ფილმების მყუდრო და თბილ გარემოში საყურებლად.