ფოტოგრაფი და მულტიმედია არტისტი ბეატ შტროილი საქართველოს სტუმრობს.
ხელოვანის ოჯახის ისტორია საქართველოსთან მჭირდოდ არის დაკავშირებული. დედა, როზალი ურფერი 1920 წელს კავკასიის რეგიონში დაიბადა. ამ დროისთვის, ურფერების ოჯახის ორი თაობა უკვე საქართველოში ცხოვრობდა.
თბილისში ჩატარებული პირველი გამოფენით არტისტმა საკუთარი ოჯახის განვლილი გზის ფოტოგრაფიული რეტროსპექტივა წარადგინა, მეორე ნაწილი კი სტუდენტებთან მუშაობას დაეთმო. ბეატ შტროილი თანამედროვე ხელოვნების ცენტრის ,,შემოქმედებითი მედიაციის“ პროგრამის ფარგლებში ვორქშოფების სერიას გაუძღვა და პროცესის შედეგები გამოფენის სახით წარმოადგინა.
Fabrika Project Space-ში სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა 6 ნოემბერს 19:00 საათზე გაიხსნება და 18 ნოემბრამდე გაგრძელდება.
გამოფენაზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.