VA[A]DS-ის წიგნის დიზაინის გამოფენა, რომელიც ფაბრიკის წიგნის ბაზრობის ფარგლებში იმართება, წარმოგიდგენთ თავისუფალი უნივერსტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლის ვიზუალური კომუნიკაციის პროგრამის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ნამუშევრებს.
სასწავლო პროგრამის მიმდინარეობისას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ბეჭდური დიზაინის მიმართულებას, რომლის ფარგლებშიც იქმნება მრავალფეროვენი კონცეფციის საავტორო წიგნები. წარმოდგენილ ნამუშევრებში ყურადღება გამახვილებულია როგორც წიგნის დიზაინსა და კომპოზიციაზე, ასე პოლიგრაფიულ მეთოდებსა და მასალებზე.
გამოფენაზე ნაჩვენებია „გრაფიკის თანამედროვე ცენტრში“ განხორციელებული ვორკშოპის ფარგლებში სხვადასხვა ტრადიციული ბეჭდვის ტექნიკაში შესრულებული, ასევე სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებთან თანამშრომლობით შექმნილი ნამუშევრები.