a a a a a a a a a
events
residents
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

Gallery

Talks about city development / საუბრები ქალაქგანვითარებაზე

საუბრები ქალაქგეგმარებაზე & Campus Studio / სტუდიო კამპუსი

26.07 - 02.08.2017

Starts At

20:00

Ends At

22:00

The information is available only in Georgian.

Event language – Georgian.

„მომავლის ქალაქმგეგმარებელთა რეალური ლაბორატორია“ გიწვევთ ქალაქისადმი მიძღვნილი საჯარო საუბრების ციკლზე, სადაც საუბარი იქნება თბილისის განვითარების შესახებ ევროპული გამოცდილების ფონზე.

განსაკუთრებით დიდი ინტერესით ვიწვევთ თბილისის მერობის ყველა კანდიდატს. ვფიქრობთ, რომ ქალაქის მერობის მსურველი თავისუფალი უნდა იყოს პარტიული ან სხვა იდეოლოგიური ცალმხრივობისგან და ქალაქგანვითარების საკითხების საგნობრივი განხილვა უნდა აინტერესებდეს.

საუბრების ინიციატორი და ორგანიზატორია თბილისის მერობის კანდიდატი ქალბატონი ელენე ხოშტარია. მისმა სურვილმა, გასცნობოდა ქალაქგანვითარების საკითხებს და “რეალური ლაბორატორიის” ინტერესმა აღნიშნული საკითხები საზოგადოებრივი მსჯელობის საგნად ექცია, ბიძგი მისცა საჯარო ლექციებისა და დისკუსიების ფორმით ამ საუბრების გამართვას.

„მომავლის ქალაქმგეგმარებელთა რეალური ლაბორატორია“ აცხადებს, რომ ის არ იზიარებს ელენე ხოშტარიას პოლიტიკურ-პარტიულ ხედვებს, თუმცა მიაჩნია, რომ მისი როგორც პოლიტიკოსის მიერ ინიცირებული საჯარო საუბარი ქალაქგანვითარებაზე მნიშვნელოვანი შენაძენია საქართველოში პოლიტიკური კულტურის ამაღლებისთვის.

იმედი გვაქვს, საუბრებს დაესწრებიან თბილისის განვითარებით დაინტერესებული მოქალაქეები ადგილობრივი მმართველობის მომავალ არჩევნებში ან ზოგადად მათი პოლიტიკური ორიენტაციის მიუხედავად.

საუბრებს გაუძღვება ქალაქგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე
დისკუსიის მოდერაცია – ნატალია ნებიერიძე

საუბრების განრიგი
I. ქალაქის მოკლე მოხილვა – ოთხშაბათი, 26.07.2017, 20:00
II. ევროპული ქალაქი – ხუთშაბათ, 27.07.2017, 20:00
III. ქალაქგანვითარების მართვა გერმანიაში – შაბათი, 29.07.2017, 20:00
IV. თბილისის ინდივიდუალობა და მისი ქმედითობა/მოწყვლადობა – ორშაბათი, 31.07.2017, 20:00
V. თბილისის არსებითი გამოწვევები და განვითარების შესაძლებლობები – სამშაბათი, 01.08.2017, 20:00
VI. თბილისის ქალაქგანვითარების ცალკეული მნიშვნელოვანი პრობლემები – ოთხშაბათი, 02.08.2017, 20:00

See Facebook event.

en_USEnglish