a a a a a a a a a
events
residents
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

Gallery

ჰალი გალის რინგი ;)

14.03.2019

Starts At

19:30

Ends At

22:00

მოკვდავები ქვაჭამიების წინააღმდეგ !

შეერკინე კლუბის ორ ქვაჭამიას – უგუზ ჰალის და ბარამ გალის !

მონაწილეობისთვის საჭიროა კლუბში მოსვლა რინგის დროს (14 მარტს, ხუთშაბათს, 19:30-დან 22:30-მდე) და რამე თილისმის მოტანა (ჩამოსვლა).

თილისმა შეიძლება იყოს ნებისმიერი ნივთი, სიმღერა ან ისეთი წინადადება, რომელიც ჯერ არავის უთქვამს.
ყველა თილისმა და სიმღერა გადაეცემა გამარჯვებულს, ისევე როგორც “ჯერართქმულიწინადადების” საავტორო უფლება.

იჩქარეთ, რადგან ჰალი-გალელების რაოდენობა შეზღუდულია – მონაწილეობას მიიღებს რინგის განმავლობაში დარეგისტრირებული პირველი 30 ჰალი-გალელი.

თუ აქამდე არ გითამაშია და პირველად თამაშობ ამ თამაშს, პრობლემა არ არი – თამაშის წესებს 2 წუთში აგიხსნით, ხოლო თვითონ თამაში სისწრაფეზეა 😊

ჩემპიონატში მონაწილეობის საფასურია აწ უკვე ხსენებული თილისმა/სიმღერა/”ჯერართქმულიწინადადება”.

გამარჯვებულს გადაეცემა ყველა თილისმა/სიმღერა/”ჯერართქმულიწინადადება” და სპეციალურად ამ ჩემპიონატისთვის შერჩეული ჰალი-გალი 🙂

რაც მთავარია, პირველ ორ ადგილზე გასული ჰალიგალელები გახდებიან ქვაჭამიები და უმასპინძლებენ შემდეგ რინგს 😉

და რაც კიდევ უფრო მთავარია: #იპოვეშენითამაში 🙂

en_USEnglish