a a a a a a a a a
events
residents
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

Gallery

Training – How to understand our children’s feelings and opinions

18.04.2018

Starts At

15:00

Ends At

16:30

Impact Hub Tbilisi hosts the training “How to understand our children’s feelings and opinions”

The information about the workshop is available on Georgian:

სტეპი (სისტემატიური ტრეინინგი ბავშვის უკეთესი აღზრდისთვის) არის ტრეინინგების სერია, რომელიც 7 ეტაპად, დროის გარკვეული ინტერვალით ტარდება. თითოეული ტრეინინგი მშობლებისთვის ცალკეულ, აქტუალურ თემას მოიცავს:

►როგორ გავუგოთ ბავშვს უკეთესად?
►როგორ ჩავწვდეთ ბავშვის გრძნობებს?
►როგორ წავახალისოთ ბავშვი და საკუთარი თავი?
►როგორ მოვუსმინოთ და დაველაპარაკოთ ბავშვს?
►როგორ ვითანამშრომლოთ ბავშვთან?
►დისციპლინა-როგორ აღვზრდოთ ბავშვი?
►როგორ ავარჩიოთ მიდგომა რომელიც ყველაზე მეტად შეგვეფერება?

სტეპი ტარდება მაქსიმუმ 15 კაციან ჯგუფში და 1-1.30 სთ მიმდინარეობს.

?ტრენინგზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია: https://goo.gl/LJAHwo

❓რატომ ჯგუფები❓
?ჯგუფში მშობლები ერთმანეთისთვის წამახალისებელ ფაქტორს წარმოადგენენ. ისინი საუბრობენ აღზრდის პროცესში წარმოქმნილ პრობლემებზე, რომლის მიზეზად ხშირ შემთხვევაში საკუთარ თავს მოიაზრებენ. სხვა მშობლებთან დისკუსიის შედეგად კი არკვევენ, რომ ეს პრობლემა სხვა ოჯახებშიც არსებობს და აქტუალურია. ცუდ საქციელზე ფოკუსი, მისი გამომწვევი მიზეზის ძიება – სტეპის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს. ამ მიზეზის გამოკვეთის შემდეგ კი მშობლების ჯგუფი და ტრეინინგის წამყვანი იკვლევენ ალტერნატიულ ხერხებს რათა ბავშვის ეს ქცევა მაქსიმალურად დაითრგუნოს და დადებითი ქცევით ჩანაცვლდეს. სტეპის მსვლელობისას მშობლებს ეძლევათ შესაძლებლობა გაიაზრონ აღზრდის საკუთარი მეთოდი, აწონ-დაწონონ იგი და დაეუფლონ იმ მეთოდს, რომელიც ტრეინინგის დროს იქნება შემოთავაზებული, რაც საგრძნობლად გაამარტივებს და გადაახალისებს ბავშვთან ურთიერთობას, მისი აღზრდის პროცესს.

?სტეპი ეფუძნება რუდოლფ დრეიკურსის და ალფრედ ადლერის ფსიქოლოგიურ პრინციპებს (ინდივიდუალური ფსიქოლოგია). ორივე ფსიქოლოგი ფოკუსირებულია ბავშვის ქცევაზე და მიიჩნევს, რომ ნებისმიერ ქცევას სოცილური მიზანი აქვს და ყველა ქცევა მნიშვნელოვანია.
სტეპი პირველად 1978 წელს ჩატარდა. უკანასკნელ წლებში გამოქვეყნებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ სტეპს საკმაოდ ეფექტური შედეგები აქვს მშობლებში. გამოკითხული მშობლები ადასტურებენ, რომ ტრეინინგის გავლის შემდეგ უკეთესად ისწავლეს ბავშვის ქცევის მართვა, გამოუსწორდათ ბავშვთან ურთიერთობა და საგრძნობლად გაეზარდათ თვითშეფასება.

?ტრენერი – თამარ მახალდიანი/ Tamar Makhaldiani
►2003 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის ფაკულტეტი (ბაკალავრი, მაგისტრი)
►2002-2003 – ბავშვთა ნევროლოგიის კერძო კლინიკა, თბილისი
►2009-2010 – გამოცდების ეროვნული ცენტრი, თბილისი
►2015 – სტეპ ტრეინინგი, ვაშინგტონი, ვირჯინია
►2016-2017 – ჯოენის კლინიკა (child life), თბილისი

en_USEnglish