a a a a a a a a a
events
residents
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

Gallery

For Tuta at Fabrika

28.01.2018

Starts At

16:00

Ends At

00:00

Information available in Georgian.

28 იანვარს ფაბრიკაში ყველა ერთი მიზნით ვიკრიბებით – პატარა თუთას, რომელსაც დაუდგინდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია, ჩვენი დახმარება ჭირდება.

აუცილებელია საზღვარგარეთ მკურნალობა, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

სწორედ ამიტომ:

? 16:00 – 23:00 გაიმართება გამოფენა-გაყიდვა, სადაც შესაძლებლობა გექნებათ შეიძინოთ უამრავი ლამაზი და საინტერესო ნივთი.
შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება #თუთასთვის.

საღამოს განწყობაზე იზრუნებს სიმებიანი კვარტეტი, ხოლო თბილიქიდსის ანიმატორები გაართობენ ბავშვებს.

თუ გსურთ გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მიღება, გთხოვთ წინასწარ მიაწოდოთ ინფორმაცია ორგანიზატორებს – 593000323, 599330305

? 20:00 DIVE x Fabrika ბარში გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გამოუვალი მდგომარეობა, Rezo Da Bavshvebi / რეზო და ბავშვები

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ ბმულზე: https://tkt.ge/ka/event/tutastvis-111093 . ბილეტები ასევე გაიყიდება კარზე.
ბილეთის ფასი 20 ლ.
შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება #თუთასთვის.

? საქველმოქმედო აქციას უერთდება Camora Hairdresser & Barber და ამ კვირაში შემოსული თანხა, მთლიანად გადაირიცხება #თუთასთვის. ჩაეწერეთ Camora-ში და იზრუნეთ თუთიკოზე.
აგრეთვე, მომზადდება უგემრიელესი სასმელი ”ქალბატონი კუნინძა” და მისი გაყიდვებიდან შემოსული თანხაც, ასევე გადაირიცხება #თუთასთვის.

? Plant Shop-მა აქციისთვის მოაზმადა ულამაზესი მცენარეები და გაყიდვებიდან შემოსული თანხაც, ასევე გადაირიცხება #თუთასთვის.

? მიირთვით უგემრიელესი სპეციალურად თუთიკოსთვის დამზადებული ბურგერები PIPES burger joint, შემოსული თანხა კი რა თქმა უნდა #თუთასთვის იქნება გადარიცხული.

? Tsibakha Game Club-ში სამაგიდო თამაშებზე შემოსულ თანხა მთლიანად გადაირიცხება #თუთასთვის

შეგიძლიათ #თუთასთვის გადმორიცხოთ თანხა საბანკო ანგარიშებზე:
GE66TB7824945061100063
GE03BG0000000335994400
მიმღები: ნათია ჩომახიძე

გელოდებით ყველას, გავერთიანდეთ #თუთასთვის!

en_USEnglish