a a a a a a a a a
events
residents
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

20.05 - 23.05.2021

Gallery

ზინის პრეზენტაცია

VA[A]DS

Fabrika,Tbilisi, E.Ninoshvili st.8

Starts At

15:00

Ends At

19:00

გეპატიჟებით VA[A]DS-ის სკოლის მესამე კურსის სტუდენტების ზინების პრეზენტაციაზე.
ზინები შეიქმნა ჯგუფის ლექტორის თამუნა ჭაბაშვილის მიერ განსაზღვრული სამუშაო თემის გარშემო. მოცემული დავალება ეხმიანება დღევანდელ გამოწვევებს და საჯაროდ შექმნილ მდგომარეობას. პანდემიის პირობებში სახლში ყოფნა და ცირკულარული ტრაექტორია აუცილებელი მოცემულობა გახდა. დავალება მოიაზრებდა ამ სივრცითი გამოცდილების და ყოველდღიურობის აბსტრაგირებას და გარეთ გამოტანას (inside out). სახლის მნიშვნელობის და მასში შემავალი კომპონენტების (პირადი კუთხე, ჩრდილი,კარადა, წინაღობები, ტრაექტორია და ა.შ.) იდეური თუ ემოციური მოხელთება, საბინადრო სივრცეში ინდივიდის პოზიციონირება და თვით-რეფლექსია. სტუდენტებმა დაიწყეს სააზროვნო პროცესში ამოტივტივებულ ნარატივებზე პერსონალური ნამუშევრების შექმნა. ვიზუალური და აზრობრივი ჩანიშვნების კეთების ეტაპზე დაიბადა ზინის წარმოების იდეაც, როგორც შუალედური ფორმის,რომელიც კონტექსტსა და დასრულებულ ნამუშევარს შორის აბსტრაგირდა.
*რა არის Zine: ზინი სუბკულტურის ნაწილი იყო და საჭიროებიდან გამომდინარე განვითარდა. ლიტერატურის, მანიფესტოს, კომიქსების თვითნებური გავრცელების და დაბეჭდვის სურვილით. მისი ეშხი მდგომარეობს სრულ თავისუფლებაში გამოიყიენო ნებისმიერი კონტენტი და ფორმა, არ გავალდებულებს საავტორო უფლებების დაცვას და სტანდარტული მედიის ჩარჩოებში დარჩენას.

Starts At

15:00

Ends At

19:00